Image

ლუიშ ფაბიანო "ტოტენჰემში" ?

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 27-სექ, 23:219 kaka-ika 1469


















ესპანური "სევილიას" ბრაზილიელი თავდამსხმელის ფაბიანოს შეძენა "ტოტენჰემს" სურს.

ბოლო პერიოდში ბრაზილიელი თავდამსხმელი ძალზედ უკმაყოფილოა კლუბის ხელმძღვანელობით. პრემიერა დივიზინიოს ბოლო სამ შეხვედრაში, ფაბიანომ მოედანზე მხოლოდ 17 წუთი გაატარა. ასევე საოცარი ისაა, რომ კლუბმა სეზონის დაწყების წინ, ბრაზილიელს კონტარაქტი 2013 წლამდე გაუხანგრძლივა. ფაბიანოს პირადი აგენტი ფუენტესი, "სევილიას" ხელმძღვანელებს ემუქრება, რომ თუ კი ფეხბურთელს არ მიეცემა ძველებურად თამაშის საშუალება, ის გადავა სხვა კლუბში.

ამ ყველაფრის შემდეგ კი ინგლისურმა ერთ-ერთმა საუკეთესო კლუბმა, "ტოტენჰემ ჰოცბურმა" გამოთქვა ინტერესი ბრაზილიელ ფეხბურთელზე. ფეხბურთელის ესპანეთიდან აბარგების შანსი დიდია, ვინაიდან თუ ბოლო დროინდელ სიტუაციას შევხედავთ, "სევილიას" არ ჭირდება ფაბიანო. თავად ფეხბურთელს კი რათქმაუნდა არ სურს, მთელი სეზონის სათადარიგოთა სკამზე გატარება.

"ჩემს კლიენტს ვერ გაურკვევია, თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი ასე. თავად მეც დამაინტერეა ეს ყველაფერი. ცოტა ხნის წინ მან 2013 წლამდე მოაწერა კონტრაქტს ხელი და გვეგონა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება და მას არ მიეცემა თამაშის საშუალება, მერწმუნეთ, ჩვენ მოვძებნით ახალ კლუბს, ეს ნამდვილად არ გაგვიჭირდება." - განაცხადა ფაბიანოს აგენტმა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Eke 27 სექტემბერი 2010 23:31
ეს კაცი მეცოდება რა რამდენი ხანია თავისი დონის გუნდი ვეღარ მონახა,შეაკვა ამ სევილაის რა
kaka-ika 27 სექტემბერი 2010 23:22
გადავიდეს ჯობია..
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (294)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა