პიკე: "ბოლომდე ვიბრძოლებთ"

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 29-სექ, 19:179 kaka-ika 2416 0





"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა ხერარდ პიკემ, კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის მატჩზე, სადაც "ბარსა" ყაზანის "რუბინს" შეხვდება.

"შარშან საკუთარ მოედანზე დავმარცხდით, რაც ძალიან საწყენი იყო. ის მატჩი კარგად მახსოვს, ჩვენი თამაში ვერ ვიპოვეთ და თამაში წავაგეთ. მეორე მატჩში კი ძალიან გვსურდა რევანშის აღება, თუმცა ესეც ვერ მოვახერხეთ. მაშინ ძალიან, ძალიან ციოდა ყაზანში. ამჟამინდელი ამინდი კი მაშინდელს აშკარად ჯობია, პირობები უკეთესია და ჩვენ დავამტკცებთ, რომ ის წაგება და ფრე, მხოლოდ შემთხვევითობა იყო.

"ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო კლუბს გვიწოდებენ, ეს კი დამატებითი მოტივაციაა. ჩვენს გუნდს შესწევს ძალა დაამარცხოს "რუბინი." თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ გასვლით მატჩში ვთამაშობთ და თან დიდი წნეხის წინაშე. კვლავ თუ ვერ მოვიგეთ, არც ეს იქნება დიდი კატასტროფა. საკუთარ მოედანზე, ჩვენ მართლაც უძლეველნი ვართ და იქ უკვე საოცარ დახვედრას მოუწყობთ არა მხოლოდ "რუბინს" არამედ ყველა იმ გუნდს, რომელიც ჩამოვა ჩვენს დასამარცხებლად ბარსელონაში.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა