დღის ახალი ამბები

“ოცნება ამიხდა” – ბასილაშვილის პირველი კომენტარი ფედერერთან გამარჯვების შემდეგ

“ოცნება ამიხდა” – ბასილაშვილის პირველი კომენტარი ფედერერთან გამარჯვების შემდეგ
11-03-2021, 20:58

საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში ლეგენდარული როჯერ ფედერერი დაამარცხა. ქართველმა ჩოგბურთელმა ამჟამად მსოფლიოს მე-6 ჩოგანს სამ სეტში (3:6, 6:1, 7:5) სძლია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბასილაშვილმა განაცხადა, რომ ეს მისთვის ოცნების ასრულებაა.

“რა თქმა უნდა, ეს დაუჯერებელია. ფედერერი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მასთან თამაში ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ოცნება ამიხდა. ის ჩემი კერპი იყო. ფედერერი დაუჯერებელი მოთამაშეა. არა მხოლოდ მე, ყველანი ფედერერის ყურებაში გავიზარდეთ. ძალიან გახარებული ვარ”, – განაცხადა ნიკოლოზმა.

ბასილაშვილი დოჰას ტურნირსი ნახევარფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიცს დაუპირისპირდება.





გაზიარება
მოინახულეს 950-ჯერ
კომენტარები
რეკლამა