---
გოგიტა გოგუა: 1+2 სისტემით თბილისის "დინამოში"

გადაწყვეტილი ამბავია, რომ თბილისის "დინამოში" საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გოგიტა გოგუა ითამაშებს. 28 წლის ნახევარმცველი 1+2 სისტემით გააფორმებს "დინამოსთან" კონტრაქტს და ესპანეთში გუნდთან ერთად გაემგზავრება.

გავრცელებული ინფორმაციით, აქამდე იმიტომ ვერ ხერხდებოდა კონტრაქტზე შეთანხმება, რადგან თავად "ვოლგა" არ აძლევდა სატრანსფერო ფურცელს და ეს აჭიანურებდა მოლაპარაკებების დასრულებას. არ არის გამორიცხული გოგუამ ესპანეთშივე გააფორმოს "დინამოსთან" კონტრაქტი.








კომენტარის დამატება