შერმადინის 2 ქულა და ოლიმპიაკოსის გამარჯვება

--- 15-იან, 02:129 Sportnews 1933 0





გიორგი შერმადინის დებიუტი ბერძნულ „ოლიმპიაკოსში’ გასულ კვირაში, ევროლიგის მატჩში შედგა. დღეს კი საქართველოს ნაკრების ცენტრმა საბერზნეთის პირველობაზეც ითამაშა. სამწუხაროდ, შერმადინი მოედანზე მხოლოდ 3 წუთს იმყოფებოდა.

„ოლიმპიაკოსმა“ „პანიონიოს“ უმასპინძლა და 87:73 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა მეორე მეოთხედის ბოლო 3 წუთი ითამაშა და 2 ქულა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. შერმადინმა ერთადერთი ორქულიანის სროლა მოასწრო, რომელმაც მიზანს მიაღწია.

პირეოსელთაგან 16 ქულით ბომბარდირი გეორგის პრინტეზისი გახდა, ხოლო ვასილის სოპანულისმა 13 მოინაგრა. „ოლიმპიაკოსისთვის“ ეს მე-12 გამარჯვება იყო და შერმადინის გუნდი საბერძნეთის ჩემპიონატს დაუმარცხებლად ლიდერობს. მომდევნო ტურში პირეოსული გუნდი სტუმრად პეტრასის „აპოლონს“ შეხვდება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა