ფილიპე კოუტინიო ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ოქროს ან ვერცხლის მედალს მიიღებს

საჩემპიონო 25-მაი, 22:069 Sportsman 559 0





ფილიპე კოუტინიო "ლივერპულის" რიგებში

სოციალურ ქსელებში ცოტა ხნის წინ ძალიან საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. როგორც ცნობილი გახდა, კოუტინიო მედალს მიიღებს, თუ "ლივერპული" "რეალს" დაამარცხებს.

ყველაფერი კი ჯგუფურ ეტაპზე "ლივერპულში" თამაშის ბრალია, რის გამოც ფილიპე კოუტინიომ ლიგაზე "ბარსას" დახმარება ვეღარ შეძლო. ახალი წესდების მიხედვით, თუ ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე რომელიმე გუნდთან ერთად ითამაშებს, მაშინ მისი ტრანსფერის შემთხვევაში ის სხვა მაისურით თამაშს ვეღარ შეძლებს, რაც როგორც ჩანს მედალზეც ვრცელდება.

არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა შედეგით დასრულდება მატჩი. ორივე შემთხვევაში კოუტინიო მედალს მიიღებს.

კითხვაზე, თუ რა რეაქცია ექნება იურგენ კლოპს, როდესაც გუნდს კოუტინიოს სახელობის მედალს გადასცემენ, მან შემდეგი რამ უპასუხა :

" რა მნიშვნელობა აქვს ამას? კოუტინიოსთვის განკუთვნილი მედალი კატალონიაში გაიგზავნება. სულ ესაა "



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018