Image

რაფაელ ნადალმა ბარსელონას ღია ჩემპიონატი მერვედ მოიგო!

ჩოგბურთი / მსოფლიო ჩოგბურთი 30-აპრ, 15:599 რაულიტო 2725


















ATP-ის რეიტინგის მეხუთეადგილოსანმა, ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა ბარსელონას ღია პირველობის ფინალში თანამემამულე ნიკოლას ალმაგრო ორ სეტში - 6:4, 6:3 - დაამარცხა და მერვედ მოიგო ტიტული!

ნადალი ერთადერთი ვაჟი ჩოგბურთელია ისტორიაში, რომელმაც ტურნირი 8-ჯერ მოიგო. ასეთი მის კარიერაში ორია: ბარსელონას გარდა ამდენჯერვე იმარჯვა მონტე კარლოს მასტერსზე, თუმცა იმ განსხვავებით, რომ მონაკოს სათავადოში ზედიზედ 8-ჯერ იპირველა!

7-თვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ „თიხნარის მეფე" წლის დასაწყისში დაუბრუნდა კორტებს და უკვე 4 ტიტული მოიპოვა: ბარსელონამდე ბრაზილიის და მექსიკის ღია პირველობები და ინდიან უელსის მასტერსი მოიგო. გარდა ამისა, ორჯერ ითამაშა ფინალში - ჩილეს ღია ჩემპიონატსა და მონტე კარლოს მასტერსზე.

„ნელ-ნელა ფორმას ვიბრუნებ და ეს ძალიან მიხარია. მინდა როლან გაროს კორტებზე წარმატებით დავბრუნდე. ახლა ჩემი ნომერ პირველი მიზანი სწორედ ესაა", - განაცხადა ჩემპიონმა.

26 წლის ჩოგბურთელმა კარიერაში 54-ე ტიტული მოიპოვა.

* * *
ბარსელონას ღია პირველობის გამარჯვებულები:

2013-2011- რაფაელ ნადალი (ესპანეთი), 2010 - ფერნანდო ვერდასკო (ესპანეთი), 2009-2005 - რაფაელ ნადალი (ესპანეთი), 2004 - ტომი რობრედო (ესპანეთი), 2003 - კარლოს მოია (ესპანეთი), 2002 - გასტონ გაუდიო (არგენტინა), 2001 - ხუან კარლოს ფერერო (ესპანეთი), 2000 - მარატ საფინი (რუსეთი), 1999 - ფელიქს მანტილია (ესპანეთი), 1998 - ტოდ მარტინი (აშშ), 1997 - ალბერტ კოსტა (ესპანეთი), 1996-1995 - თომას მუსტერი (ავსტრია), 1994 - რიხარდ კრაიჩეკი (ჰოლანდია), 1993 -ანდრეი მედვედევი (უკრაინა), 1992 - კარლოს კოსტა (ესპანეთი), 1991 - ემილიო სანჩესი (ესპანეთი), 1990-1989 - ანდრეს გომესი (კოლუმბია), 1988 - კენტ კარლსონი (შვედეთი), 1987 - მარტინ ხაიტე (არგენტინა), 1986 - კენტ კარლსონი (შვედეთი), 1985 - ტიერი ტულასნი (საფრანგეთი), 1984-1982 - მატს ვილანდერი (შვედეთი), 1981-1980 - ივან ლენდლი (ჩეხოსლოვაკია), 1979 - ჰანს გილდემაისტერი (ჩილე), 1978 - ბალაშ ტაროში (უნგრეთი), 1977 - ბიორნ ბორგი (შვედეთი), 1976 - მანუელ ორანტესი (ესპანეთი), 1975 - ბიორნ ბორგი (შვედეთი), 1974-1973 - ილიე ნასტასე (რუმინეთი), 1972 - იან კოდეში (ჩეხოსლოვაკია), 1971-1969 - მანუელ ორანტესი (ესპანეთი), 1968-1967 - მარტინ მულიგენი (ავსტრალია), 1966 - ტომაშ კოხი (ბრაზილია), 1965 - ხუან გისბერტი (ესპანეთი), 1964-1963 - როი ემერსონი (ავსტრალია), 1962 - მანუელ სანტანა (ესპანეთი), 1961 - როი ემერსონი (ავსტრალია), 1960 - ანდრეს ხიმენო (ესპანეთი), 1959 - ნილ ფრეიზერი (ავსტრალია), 1958 - სვენ დავიდსონი (შვედეთი), 1957-1956 - ჰერბერტ ფლამი (აშშ), 1955 - არტ ლარსენი (აშშ), 1954 - ტონი ტრაბერტი (აშშ), 1953 - ვიკ სეიხასი (აშშ)

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
beqa_beqa 30 აპრილი 2013 20:05
ყველაზე მაგარიააააააააააა
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (251)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა