Image

რაფაელ ნადალმა მადრიდის მასტერსი მოიგო

ჩოგბურთი / მსოფლიო ჩოგბურთი 14-მაი, 18:499 რაულიტო 2633


მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი ნახევარწლიანი შესვენების შემდეგ კორტებს ბრწყინვალედ დაუბრუნდა: გუშინ მადრიდის მასტერსის ფინალში შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა ორ სეტში - 6:2, 6:4 - დაამარცხა და წლეულს მეხუთე ტიტული მიითვალა! საგულისხმოა, რომ ნადალმა 2013 წელს ზედიზედ მეშვიდე ფინალში იასპარეზა.

„რაც დრო გადის თავს სულ უკეთ ვგრძნობ, მიხარია, რომ მუხლი აღარ მაწუხებს. მადრიდის მასტერსის მოგება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ ტურნირს როლან გაროსთვის მოსამზადებელ უკანასკნელ მთავარ ეტაპად განვიხილავდი", - განაცხადა ესპანელმა, რომლისთვისაც მადრიდის მასტერსი კარიერაში 55-ე ტიტულია.

რაფამ 23-ე მასტერსი მოიგო, თავისივე მსოფლიო რეკორდი კიდევ უფრო გააუმჯობესა და უახლოეს მდევარს, შვეიცარიელ როჯერ ფედერერს ახლა უკვე 2 ტიტულით უსწრებს.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (317)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა