Image

მადრიდის მასტერსი მარიმ მოიგო

ჩოგბურთი / მადრიდის მასტერსი 12-მაი, 12:039 Sportnews 831


















ნადალმა მადრიდის “მასტერზ1000”-ზე საჩემპიონო ტიტულის დაცვა ვერ მოახერხა. ტურნირის შარშანდელმა მალიორკელმა გამარჯვებულმა წლევანდელი გათამაშების გადამწყვეტ მატჩში შოტლანდიელ ენდი მარეისთან 3:6, 4:6 წააგო. მარიმ მადრიდის ტურნირი კარიერის განმავლობაში მეორედ (პირველად 2008 წელს) მოიგო.

მარისა და ნადალის ფინალი საათნახევარს გაგრძელდა. ამ სათამაშო დროის მსვლელობისას შოტლანდიელის აქტივში 3 ბრეიკი და ამდენივე ეისია. 27 წლის ენდისა და მასზე წლით უფროსი რაფას პირადი შეხვედრების ანგარიში 15:6 გახდა ესპანელის სასარგებლოდ. მარიმ საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში 33-ე ტიტული მოიგო. მადრიდში მოპოვებული ტრიუმფის შედეგად ენდიმ 799450 ევრო და ათასი სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.

ნადალს რაც შეეხება, მარეისთან ფინალში მარცხის შემდეგ რაფა რეიტინგსიაში მეშვიდე პოზიციამდე დაქვეითდება. ბოლო 10 სეზონის განმავლობაში ეს ნადალის ყველაზე უარესი შედეგია.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (251)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა