აირჩიეთ გუნდი:

20 წლის ჩოგბურთელმა გოგონამ როლან გაროსი მოიგო



ქალებს შორის სენსაციებს უკვე დიდი ხანია მივეჩვიეთ, მაგრამ "როლან გაროსმა" სენსაციებით ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ქალთა ტურნირის გამარჯვებული 20 წლის ოსტაპენკო გახდა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 49-ე ჩოგანია.

ოსტაპენკომ ფინალში 4:6, 6:4, 6:3 დაამარცხა რუმინელი სიმონა ჰალეპი და კარიერაში არა თუ "დიდ სლემზე", არამედ მთლიანად პროფესიულ ტურში მოიპოვა პირველი ტიტული. არადა ჰალეპს შეეძლო პირველად მოეგო კარიერაში დიდი სლემი და საერთო რეიტინგში პირველ ადგილზე გადასულიყო.

მაგრამ ჰალეპის წაგებით პირველი ადგილი კვლავ შეინარჩუნა კერბერმა, საფრანგეთის ღია პირველობის ტრიუმფატორი კი ორშაბათიდან ახალ რეიტინგში მე-12 ადგილზე გადაინაცვლებს.

 
Загрузка...
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

0

1052
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

დღის სიახლეები

ოფიციალური გვერდი

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.