კარლოს მოიას კომენტარი რაფაელ ნადალის ტრიუმფის შემდგომ

კარლოს მოიას კომენტარი რაფაელ ნადალის ტრიუმფის შემდგომ

12-09-2017, 19:53

ამ ეტაპზე რაფაელ ნადალი 1,960 ქულით უსწრებს როჯერ ფედერერს.

მიმდინარე სეზონში რაფაელ ნადალმა საკუთარი თამაში გააუმჯობესა და მოტივირებულია, რათა წელიწადი პირველად ნომრად ჩაამთავროს.

საფრანგეთის ღია პირველობის ყოფილმა ჩემპიონმა - კარლოს მოიამ რაფაელ ნადალთან მუშაობა სეზონის სტარტამდე დაიწყო. სწორედ მისი ზედამხედველობის ქვეშ შეძლო ნადალმა დიდი მუზარადის ტურნირების კვლავ მოგება - წელს მან ორჯერ გაიმარჯვა აღნიშნულ დიდ ტურნირებზე. მოიამ განაცხადა, რომ მთელი გუნდის შრომა მიმართულია იქით, რომ ნადალმა უფრო მეტად შემტევი ჩოგბურთი ითამაშოს, პარალელურად ესპანელმა ჩოგბურთელმა შეძლო საკუთარი ჩაწოდების გაუმჯობესება და მარჯვნიდან კიდევ უფრო ძლიერადაც ურტყამს.

"რაფას რაც შეეხება, შრომა იქითკენ მივმართეთ, რომ როგორმე უფრო აგრესიულად ეთამაშა და ამგვარად დიდი დრო არ გაეტარებინა თავდაცვაში," - რაფაელ ნადალის ამერიკის ღია პირველობაზე გამარჯვების შემდგომ სწორედ ეს განუცხადა კარლოს მოიამ შეკრებილი ჟურნალისტების მცირე ჯგუფს. - "ნადალის მეორე ჩაწოდება მას უფრო დიდ დროს აძლევს შესატევეად და პირველ ჩაწოდებაზე კიდევ უფრო ნაკლებ წნეხს გრძნობს. მისი მარჯვნიდან დარტყმა კვლავ კარგია."

"ხანდახან, წლის კონკრეტულ დროებში, ნადალი საოცარ ჩოგბურთს თამაშობს, მაგალითად ამის დემონსტრირება მიმდინარე წლის საფრანგეთის ღია პირველობაზე, პარიზში შეძლო. აქ მან რამდენიმე ფენომენალური მატჩი ჩაატარა. ნადალს ტრავმა აღარ ჰქონია, ეს კი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც სხვა მოთამაშეებს ვუყურებ, მათ ხშირად აქვთ ტრავმები და ჯანმრთელობა ყოველთვის აპრიორია. ახლა ეს მართლაც კარგი ფაქტია, რომ ის ჯანმრთელობას სულაც არ უჩივის და კარგადაც ვარჯიშობს. ეს კი თუ მართლაც ასეა, ვიცით, რომ ის საბოლოოდ ძალიან კარგად იასპარეზებს."

ნადალი ეგუება მოწინააღმდეგის თამაშის სტილს და ადაპტირებას სწრაფად ახდენს, ასე მაგალითად მიმდინარე წლის ამერიკის ღია პირველობის ფინალში კევინ ანდერსონის წინააღმდეგ, მან უფრო მეტად დაცვითი სტილი ითამაშა.

"უნდა გვეცადა თითოეული ქულის გათამაშება, ბევრი ბურთის დაბრუნება," - განაცხადა მოიამ - "ჩვენ ვფიქრობდით, რომ ანდერსონი აღელდებოდა, ის მაღალია, შედარებით უჭირს გადაადგილება. 5 სეტიანი მატჩი რადგანაც იყო, სწორედ ეს გახლდათ ჩვენი გეგმა."

ნადალმა პირველობა 2017 წლის ამერიკის ღია პირველობის დაწყებამდე დაიბრუნდა და ახლა სწორედ აღნიშნული რეიტინგის შენარჩნებას შეეცდება. ესპანელი შვეიცარელ როჯერ ფედერერს 1,800 ქულით უსწრებს, ეს უკანასკნელი კი მე-2 ადგილზე იმყოფება და მანაც მოახერხა წელს 2 დიდი მუზარადის ტიტულისა და 2 მასტერსის მოგება.

"რა თქმა უნდა, ვინ არ იქნება მოტივირებული პირველობის შესანარჩუნებლად?" - თქვა მოიამ - "წლის დასაწყისში ნადალის მიზანი ეს სულაც არ ყოფილა, მაგრამ ახლა თავი იჩინა ამ საკითხმაც და ვფიქრობ ამის განხორციელება შეუძლია. წლის მიწურულს დიდი მუზარადის ტურნირები აღარ ტარდება, ასე რომ, ნადალის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი პირველობის შენარჩუნება იქნება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასაწყისში რაფაელ ნადალი ATP რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებდა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით