ტონი ნადალის კომენტარი რაფაზე და როჯერზე

ტონი ნადალის კომენტარი რაფაზე და როჯერზე

15-09-2017, 19:05

ტონი ნადალი თვლის, რომ რაფაელ ნადალი მალე დაეწევა როჯერ ფედერერს რიგ მაჩვენებლებში.

რაფაელ ნადალის ბიძა და დიდი ხნის მწვრთნელი - ტონი ნადალი თვლის, რომ მისი ძმისშვილი მალე შეძლებს როჯერ ფედერერის 19 "დიდი მუზარადის" ტიტულის რეკორდის მოხსნას. ამას გარდა, ტონიმ ისიც დასძინა, რომ ფორმიდან ამოვარდნისა და ტრავმების მიუხედავად, გასული რთული წლების განმავლობაში, იგი ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ რაფაელ ნადალი კვლავაც შეძლებდა "დიდი მუზარადის" ტიტულის აღმართვას.

"რა თქმა უნდა, მოვლენების ამგვარი განვითარება წარმოუდგენელი იყო. მე მწამდა, რომ რაფაელი კიდევ მოიგებდა ერთი "დიდი მუზარადის" ტიტულს, ჭეშმარიტად გეუბნებით," - მოჰყავს ტონი ნადალის სიტყვები "ეუროსპორტს".

"დიახ, ჩვენ მივაღწევთ ფედერერის 19 "დიდ მუზარადამდეც". ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად მოხდება. კი, ეს ნამდვილად რთულია, მაგრამ წინ "საფრანგეთის ღია პირველობაა" და დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ტიტულის მოპოვების შანსიც ექნება რაფაელ ნადალს."
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა ძმიშვილმა ამდენი ტიტული მოიგო, რამდენადაც საკუთარი სახელი ისტორიაში კიდევ ერთხელ ჩაწერა. 2014 წლის შემდგომ, პირველად შეძლო "ჰარდის" საფარზე არსებული ტურნირის მოგება. ძალიან გვიხარია, რომ კიდევ ერთი - მე-16 "დიდი მუზარადის" ტიტული მოიპოვა და რომ პირველობისთვის ბრძოლას დაუბრუნდა."

ზემოთ თქმული სიტყვებისდა მიუხედავად, "ბიძა ტონი" აღნიშნავს, რომ ისიც კი ვერ წარმოიდგენდა რაფას ამგვარ წარმატებას წლების წინ, და რომ მისი ძმისშვილი "დიდი მუზარადის" მოგებული ტურნირების მაჩვენებლით მეორე ადგილზე იქნებოდა.

"როცა რაფა 12,13 ან გნებავთ 14 წლის იყო, ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ ის ამ დონეს მიაღწევდა," - თქვა ტონიმ.

რაფაელ ნადალი 32 წლის გახდება მომავალი წლის ივნისში. იგი 4 წლითა და ნახევრით არის უმცროსი ფედერერზე, რაც უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს აღნიშნულ კონტექსტში. ნადალის დომინირება თიხის საფარზე, შესაძლოა გადამწყვეტ ფაქტორად ჩაითვალოს და ტონი ნადალის მოლოდინებიც გამართლდეს. ნოვაკ ჯოკოვიჩი და ენდი მარი გასული წლის მანძილზე საერთოდ აღარ ჩანან ასპარეზზე, ახალი თაობის ჩოგბურთელებმა კი ჯერ-ჯერობით "დიდი ოთხეულისავით" ნამდვილად ვერ გაიბრწყინეს. ასეთ ვითარებაში ნადალი იდეალურ პოზიციაშია, რომ თავის ისტორიულ მეტოქეს გადაუსწროს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით