ბასილაშვილის მორიგი დიდი წარმატება

ჩოგბურთი / ქართული ჩოგბურთი 21-სექ, 16:439 GioToServe 3334 0






მიმდინარე კვირას ტურნირი იმართება საფრანგეთში, მეცში. აღნიშნული ტურნირი დარბაზში ტარდება, დახურული "ჰარდის" საფარზე. "ATP მეცის" ტურნირი 250 ქულიანია და მასში საკმაოდ გამოცდილი ჩოგბურთელები იღებენ მონაწილეობას.

დღეს, ნიკოლოზ ბასილაშვილი 1/8 ფინალში დაუპირისპირდა მსოფლიოს #23-ე ჩოგბურთელ ჟილ მიულერს. ლუქსემბურგელ ჩოგბურთელს უკვე ორჯერ ჰყავდა ბასილაშვილი დამარცხებული, მაგრამ ამჯერად სულ სხვა სცენარი განვითარდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა საკუთარი ჩაწოდება არ დათმო შეხვედრაში, ხოლო მოწინააღმდეგის საკმაოდ ძლიერი მოწოდების აღება თითოეულ სეტში თითოჯერ შეძლო და შედეგად გაიმარჯვა ანგარიშით 6-4, 6-4. შეხვედრა 1 საათისა და 13 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

საფრანგეთის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა. აღნიშნულ ეტაპზე იგი დაუპირისპირდება უზბეკ ჩოგბურთელ დენის ისტომინს. ისტომინმა ადგილობრივი რიშარ გასკე და იანიკ მადენი 3 სეტში დაამარცხა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018