2 საათიანი მატჩი ხუან მარტინ დელ პოტროსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შორის

ჩოგბურთი 09-ოქტ, 15:429 Sportnews 1397 0





შანჰაის მიმდინარე ტურნირის პირველ წრეში ერთმანეთს ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი და არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა მართლაც ძალიან სანახაობრივი და დაძაბული გამოვიდა, მატჩი 2 საათს გააგრძელდა და სამ სეტში 6:2 , 3:6 , 6:4 ხუან მარტინ დელ პოტროს გამარჯვებით დასრულდა.

არადა ბოლო სეტში, როდესაც ანგარიში 4-4 იყო და არგენტინელი ჩოგბურთელი აწვდიდა, ნიკას რამდენიმე ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, თუმცა გამოყენება ვერ შეძლო და შემდეგ თავად წააგო საკუთარი ჩაწოდება.

მთლიანობაში ბასილაშვილის დღევანდელი თამაში ასეთ სახელოვან მეტოქესთან შეგვიძლია დადებითად შევაფასოთ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა