საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრების სამარცხვინო შედეგი

ჩოგბურთი 04-თებ, 12:019 Sportnews 4251 0






საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრების სამარცხვინო შედეგი


"დევისის თასის" პირველი დღე სამწუხაროდ ძალიან სენსაციური გამოვიდა ჩოგბურთის ქართველ გულშემატკივართათვის, ფავორიტად შერაცხული საქართველოს ნაკრების ორივე ჩოგბურთელი დამარცხდა.

გიორგი ცივაძემ ოუაჰაბთან 2 სეტში მარტივად დათმო შეხვედრა. რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, მან აჰუდას პირველი სეტი 6-3 ანგარიშით მოუგო, მაგრამ 20 წლის მაროკოელმა შეხვედრა შემოატრიალა და მომდევნო ორი სეტი 6-3, 6-3 ანგარიშით აიღო.

მარაკოში მიმდინარე დაპირისპირების მეორე დღეს ჯერ წყვილებში გაიმართება შეხვედრა, შემდეგ კი 16:30 საათზე ბასილაშვილი ოუაჰაბას დაუპირისპირდება, 18:00 საათზე ცივაძე აჰოუდას დამარცხებას შეეცდება. საქართველოს ნაკრების წევრებს წაგების უფლება აღარ აქვთ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018