საქართველოს ჩოგბურთის ნაკრების საუკუნის სირცხვილი

ჩოგბურთი 09-აპრ, 16:089 Sportnews 2542 0






7-8 აპრილს, სხვა ჯგუფებთან ერთად, დევისის თასის ევრო/აფრიკული ზონის II ჯგუფის პლეი-ოფებიც გაიმართა.

საქართველოს ჯგუფში პროგრესირების მორიგი შანსი ჰქონდა, დამარცხების შემთხვევაში კი III ჯგუფში გადაინაცვლებდა.

ჩვენი ქვეყნის მეტოქე ლუქსემბურგი გახლდათ. მატჩები დარბაზში გაიმართა. დაპირისპირება ერთდროულად საკმაოდ მოულოდნელი და საქართველოსთვის ფრიად სამარცხვინო შედეგით დასრულდა.

7 აპრილს, ქართველი ჩოგბურთელი ზურა ტყემალაძე ჟილ მიულერთან ორ სეტში, 6-3, 6-2 ანგარიშით დამარცხდა. იმავე დღეს, უგო ნასტასიმ გიორგი ცივაძეს 3 სეტში, 3-6, 7-5, 6-4 ანგარიშით სძლია.

მომდევნო დღეს, 8 აპრილს, ვაჟა შუბლაძემ 2 სეტში ალექს კნაფთან წააგო, ანგარიშით 6-1, 6-2. შემდეგ, ზურა ტყემალაძემ კიდევ ერთხელ სცადა ჩვენი ქვეყნისთვის პირველი ქულის მოტანა, თუმცა ამჯერად კრისტოფ თოლთან 6-4, 6-4 ანგარიშით დამარცხდა.

შედეგად, ლუქსემბურგს მე-5 მოგებაც ავტომატურად მიენიჭა და ჩვენი ქვეყანა 5:0 ანგარიშით დამარცხდა.

მართალია, ნიკოლოზ ბასილაშვილი ლუქსემბურგის წინააღმდეგ არ ასპარეზობდა, მაგრამ შეუძლებელია არ აღვნიშნოთ, რომ დაფიქსირებული შედეგი ნამდვილად სამარცხვინოა.

ამგვარად, საქართველოს ჩოგბურთის ნაკრები დევისის თასზე კიდევ უფრო ჩამოქვეითდა და რელეგაციის გათვალისწინებით, ახლა უკვე ევრო/აფრიკული ზონის III ჯგუფში იასპარეზებს.

საქართველოსთან ერთად, ჩამოქვეითდნენ სხვა ქვეყნებიც, კონკრეტულად კი თურქეთი, ირლანდია და ტუნისი.

III ჯგუფში ჩვენ ქვეყანას ბრძოლა ისეთ ქვეყნებს შორის მოუწევს, როგორებიც არიან ბერმუდა, ტრინიდადი და ტობაგო, ანტიგუა და ბარბუდა, ბაჰამის კუნძულები და სხვა. იმედია ამჯერად მაინც გაგვიმართლებს!

დევისის თასის მატჩები საფრანგეთის ღია პირველობის დასრულების შემდგომ განახლდება. უფრო ზუსტად, შეხვედრები 2018 წლის 28 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით გაიმართება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018