Image

ნიკოლოზ ბასილაშვილი ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება

ჩოგბურთი 15-მაი, 19:389 Sportnews 978


















ნიკოლოზ ბასილაშვილი ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება


საქართველოს ნაკრების ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერზე ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება.

ქართველმა ჩოგბურთელმა დღეს 22 წლის იტალიელი ფილიპო ბალდის დამარცხება სამ სეტში 6:4, 4:6, 6:4 შეძლო და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

მეორე წრეში ნიკას მეტოქე ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება, რომელმაც თავის მხრივ გუშინ უკრაინელი ალექსანდრ დოლგოპოლოვი დაამარცხა.

ქართველისა და სერბის დაპირისპირება 16 მაისს შედგება, შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილს აქამდე როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის წინააღმდეგ უთამაშია, მაგრამ ჯოკოვიჩს არასდროს შეხვედრია.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (212)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა