ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარენო ბუსტა დაამარცხა!

ჩოგბურთი 27-ივლ, 22:389 Sportnews 591 0



ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარენო ბუსტა  დაამარცხა!



ATP ჰამბურგის 500 ქულიან მასტერზე ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრწყინვალე გამოსვლას განაგრძობს.

ქართველმა ჩოგბურთელამ ესპანელი მეტოქე კარენო ბუსტა, რომელიც ამ ტურნირზე მესამე ნომრად იყო განთესილი, 2 სეტში (7:6 , 6:4) დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ხვალ ჩილელ ნიკოლას ჟარის შეხვდება. თავის მხრივ ჩილელმა ჩოგბურთელმა ტურნირის მთავარი ფავორიტი დომინიკ ტიმი დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა მიმდინარე ტურნირზე ასევე ფილიპ კოლშრაიბერი და პაბლო კუევასი დაამარცხა.

წარმატება ვუსურვოთ ქართველ ჩოგბურთელს, რომელსაც ფინალამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018