დღის ახალი ამბები

წარმოუდგენელი სიურპრიზი და დაუვიწყარი დაბადების დღე - როგორ მიულოცა რონალდუმ რჩეულს იუბილე

წარმოუდგენელი სიურპრიზი და დაუვიწყარი დაბადების დღე - როგორ მიულოცა რონალდუმ რჩეულს იუბილე

ფეხბურთის ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს საყვარელი ქალი ჯორჯინა როდრიგესი 28 იანვარს 28 წლის გახდა. ეს დღე წყვილმა შვილებთან ერთად დუბაიში გაატარა და კადრები სოციალურ ქსელშიც გააზიარა. მნიშვნელოვანი თარიღი ორსულ მეუღლეს რონალდუმ ორიგინალურად მიულოცა: ვახშმის დროს ყველაზე მაღალ ცათამბჯენზე ჯორჯინას ფოტო გამოჩნდა წარწერით - „დაბადების დღეს გილოცავ, ჯიო“.



ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წერენ, რომ ეს ნამდვილი ზღაპარი და წარმოუდგენელი სიურპრიზია. თავად ჯორჯინამ კი ემოციები ვერ დამალა და მეუღლეს მადლობა საჯაროდ გადაუხადა: „ასე მთავრდება ეს საინტერესო დღე. სიტყვებს ვერ ვპოულობ. მადლობა, მადლობა, მადლობა, კრიშტიანუ, იმისთვის, რომ ყოველდღე მაბედნიერებ. მადლობა ყველას, ვისაც გიხარიათ ჩემი და ჩვენი ოჯახის ბედნიერება. მიყვარხართ" - დაწერა მან.





გაზიარება
მოინახულეს 1 257-ჯერ
კომენტარები
რეკლამა