დღის ახალი ამბები

ცნობილია კანდიდატი, რომლითაც დე ლაურენტისი გარსიას შეცვლის

ცნობილია კანდიდატი, რომლითაც დე ლაურენტისი გარსიას შეცვლის
26-09-2023, 13:20

აპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი რუდი გარსიას შემცვლელზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazetta dello Sport-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ 72-წლის კინოპროდიუსერი აღნიშნულ ფაქტს არ აღიარებს, ის ფრანგი სპეციალისტის მუშაობით უკმაყოფილოა.

გამოცემის ინფორმაციით, დე ლაურენტისის ნომერ პირველი სამიზნე ანტონიო კონტეა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ტოტენჰემის" ყოფილი მწვრთნელი წინადადებას დათანხმდეს.

აურელიოსთვის ყველაზე რეალურ კანდიდატად იგორ ტუდორი რჩება, რომელიც ბოლოს "მარსელს" წვრთნიდა, ამჟამად კი უმუშევარია, თუმცა მისი გაწვრთნილი გუნდები 4-3-3 სისტემით თამაშობდნენ, რაც დე ლაურენტისს ყველაზე მეტადმოსწონს.

როგორც იტალიურ პრესაში წერენ, არაა გამორიცხული, რომ კლუბის პრეზიდენტი კრისტოფ გალტიეს ვარიანტსაც დაუბრუნდეს, რომელიც გუნდის ჩაბარებასთან გასულ ზაფხულს ახლოს იყო, თუმცა ბოლო წამს არჩევანი რუდი გარსიაზე გაკეთდა.

წყარო: sportall.ge




გაზიარება
მოინახულეს 2 510-ჯერ
კომენტარები
რეკლამა