Image

ჯოკოვიჩი და ფედერერი მეოთხედფინალში გავიდნენ

ჩოგბურთი 30-მარ, 21:499 Sportnews 1432


მსოფლიოს მეორე ჩოგანს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს 83 წუთი დასჭირდა, რათა მაიამის მასტერსზე თანამემამულე ვიქტორ ტროიცკის წინააღმდეგობა დაეძლია - 6:3, 6:2.

მაიამის ტურნირის სამ შეხვედრაში ჯოკოვიჩმა მეტოქეებს მხოლოდ 8 გეიმი დაუთმო. ამას გარდა, მიმდინარე წელს ჯოკოვიჩს ჯერჯერობით არც ერთი მარცხი არ განუცდია.

მეოთხედფინალში ჯოკოვიჩი სამხრეთ აფრიკელ კევინ ანდერსონს შეხვდება, რომელმაც 30-ე ნომრად განთესილი ამერიკელი ჯონ ისნერი დაამარცხა - 6:3, 7:6 (7:4).

მაიამის ტურნირის შემდეგ რაუნდში გავიდა მესამე ნომრად განთესილი როჯერ ფედერერიც, რომელიც ბელგიელ ოლივიე როხუსს ორ სეტში გაუმკლავდა - 6:3, 6:1. მეოთხედფინალში შვეიცარიელი ფრანგ ჟილ სიმონს დაუპირისპირდება.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
თებერვალი 2019 (371)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (540)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
სექტემბერი 2018 (574)
რეკლამა