ჩოგბურთი
ჯოკოვიჩმა მაიამი მოიგო

აიამის ტურნირის ფინალში სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მსოფლიოს პირველი ჩოგანი ესპანელი რაფაელ ნადალი სამ სეტში - 4:6, 6:3, 7:6 (7:4) დაამარცხა.

რაფაელ ნადალს შეეძლო სერბის მოგებებისთვის წერტილი დაესვა - ჯოკოვიჩის წაუგებელი სერია 25 მატჩს ითვლიდა. პირველმა სეტმა აჩვენა, რომ მსოფლიოს მეორე ჩოგანს თამაშში პრობლემები ნამდვილად ჰქონდა.

პირველი სეტი ესპანელმა 6:4 მოიგო. მაგრამ მეორე სეტში უკვე უწინდელი, საკუთარ თავში დარწმუნებული სერბი ჩოგბურთელი ვიხილეთ, რომელმაც გამარჯვება განსაკუთრებული სირთულის გარეშე მოიპოვა - 6:3.

შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ ინდიან უელსის ტურნირის ფინალის შედეგი მაიამიში ზუსტად განმეორდებოდა, მაგრამ მსოფლიო ჩოგბურთის ლიდერები თავიანთ მოწოდებაზე უშეცდომოდ თამაშობდნენ და საქმე ტაიბრეიქამდე მივიდა. ჯოკოვიჩმა ნადალის თამაშში სისუსტე შენიშნა და ისეთივე წარმატებას მიაღწია, როგორსაც პლანეტის პირველ ჩოგანთან წინა დაპირისპირებაში.

მატჩი დაახლოებით 3.5 საათს გაგრძელდა.








კომენტარის დამატება
  • 13_FCB

  • 18 ივნისი 2011 19:44
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 24.05.2011
  • Статус: Пользователь offline
  • 57 комментариев
  • 2 публикации
^
ნოვაკის ფანი ვააარ
  • admin

  • 4 აპრილი 2011 22:44
  • Группа: system operator
  • Регистрация: 12.09.2010
  • Статус: Пользователь offline
  • 1454 комментария
  • 589 публикаций
^
ჯოკოვიჩის ზედიზედ მეორე ტურნირია საღოლ აიწვს მაგრად რეიტინგში :) გამოიკვეთა ოქროს სამეული (რეფერერი რაფა ჯოკოვიჩი)
  • Группа: system operator
  • Регистрация: 12.09.2010
  • Статус: Пользователь Онлайн
  • 2783 комментария
  • 5249 публикаций
^
მაგარი თამაში იყო , მე ვუყურე ჯმჯ ზე და ძაან მაგარი ფინალი იყო მართლა

--------------------
  • slim4me

  • 4 აპრილი 2011 17:47
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 20.09.2010
  • Статус: Пользователь offline
  • 134 комментария
  • 142 публикации
^
გამიხარდა : )
  • slim4you

  • 4 აპრილი 2011 16:35
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 17.09.2010
  • Статус: Пользователь offline
  • 520 комментариев
  • 153 публикации
^
ყოჩაღ ნოვაკ ! ბრავო !

დავდებ საღამოს სრულ მატჩს