ფინალში ნადალი და ჯოკოვიჩი დაუპირისპირდებიან

ჩოგბურთი 08-მაი, 11:549 Sportnews 2320 2






მადრიდის მასტერსის ფინალში მსოფლიოს ორი საუკეთესო ჩოგანი ესპანელი რაფაელ ნადალი და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპირისპირდებიან.

გუშინ ორივე ჩოგბურთელს მძიმე დაპირისპირება ჰქონდათ , მაგრამ რა თქმა უნდა გამოსაყოფია ნადალი-ფედერერის დაპირისპირება , ჩოგბურთის მოყვარულებმა მართლაც შესანიშნავი თამაში იხილეს და დიდი იმედი გაუჩნდათ , რომ ფედერერი კვლავ შეძლებს და დაიბრუნებს ძველ ფორმას.

ფედერერმა მართლაც ამ სეზონში ყველაზე კარგი შეხვედრა ჩაატარა , თამაშობდა რისკით , ლამაზად და შესანიშნავად, მაგრამ ნადალმა მაინც მოახერხა გადამწყვეტ მომენტებში უკეთესად თამაში შეხვედრის მოგება.

შეხვედრა 2 საათსა და 36 წუთს მიმდინარეობდა და სამი სეტი გაგრძელდა , პირველი სეტის მოგება ფედერერმა შეძლო 7:5 , მეორე სეტმა უკვე ნადალის სრული უპირატესობით ჩაიარა 6:1 , მესამე სეტი კი ნადალმა 6:3 მოიგო.

მეორე ნახევარფნალურ წყვილში, როგორც მოგეხსენებათ ჯოკოვიჩი და ბელუჩი დაუპირისპირდნენ , ბელუჩი მართლაც ამ ტურნირის აღმოჩენად იქცა და მან მოგება არც ადვილად ჯოკოვიჩს დაანება.

შეხვედრა 2 საათსა და 9 წუთს მიმდინარეობდა , პირველი სეტი ბელუჩმა მოიგო 6:4 , შემდეგ ორ სეტში კი ჯოკოვიჩმა იმარჯვა 6:4, 6:1.

ფინალი დღეს 20:30 წუთზე დაიწყება , კიდევ ერთ ლამაზი სანახაობას ელის ჩოგბურთის გულშემატკივრები , მუხედავად იმის , რომ წელს სადაც შეხვდა ჯოკოვიჩი ნადალს ყველგან მოუგო , მაინც ფავორიტად ნადალი რჩება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 2

admin 08-მაი, 12:43

არა ორ სეტში ნამდვლად ვერ მოუგებს მაგრამ მეც ნადალის მოგებას ვფიქრობ, ესპანელი მაგარ ფორმაშია და წელს რაც ითამაშა ყველა მოიგო მგონი

Sportnews 08-მაი, 11:54

მე მგონია , რომ ნადალი მოუგებს და თან ორ სეტში
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018