ბრწყინვალე სტილში დამარცხებული ნოვაკი-ეს ფედერერია!

ჩოგბურთი 04-ივნ, 11:299 Sportnews 1901 0






გუშინ ჩოგბურთის ორმა საუკეთესო ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა და ნოვაკ ჯოკოვიჩმა 3 საათი და 39 წუთი ნამდვილი სანახაობა შემოგვთავაზეს , იდეალური ითამაშა ორივე ჩოგბურთელმა , მგრამ 4 სეტში სრულიად დამსახურებულად დაამარცხა შვეიცარიელმა სერბი.

ნოვაკი , რომელსაც მიმდინარე წელს თამაში არ ჰქონდა წაგებული , ეს სერია ფაქტია სადღაც უნდა შეწყვეტილიყო , როჯერის ფანები იმედოვნებდნენ , რომ სწორედ ფედერერთან შეხვედრაში შეწყდებოტა ნოვაკის წაუგებელი სერია და ასეც მოხდა, ფედერერმა შეძლო ის რაც წელს ვერავინ შეძლო , მართლაც ვის უნდა გაეკეთებინა ეს თუ არა ჩოგბურთის ლეგენდას.

თამაშის დაწყებისას და თამაშის დროს ვინც თვალი მიადევნეთ აღნიშნულ შეხვედრას დამეთანხმებით , რომ ფედერერი ისე თამაშობდა, როგორც ნოვაკის წინააღმდეგ უნდა ითამაშო , აშკარა იყო ფედერერის უპირატესობა გუშინდელ შეხვედრაში და ამ ყველაფერმა საბოლოო შედეგიც გამოიღო ფედერერმა 3:1 {7:6 (7:5), 6:3, 3:6, 7:6 (7:5)} დაამარცხა ჯოკოვიჩი.

პირველი სეტი მეტად მოულოდნელად დაიწყო , თავიდანვე ორივე ჩოგბურთელებმა ბრეიკები შეასრულეს , საბოლოოდ პირველი სეტი ტაიბრეიკამდე მივიდა და იქაც ფედერმა ტაიბრეიკზე 7:5 დაამარცხა სერბი.

მეორე სეტში ფედერერმა მნიშვნელოვანი ბრეიკი შეასრულა და მეორე სეტში ადვილად იმარჯვა 6:3 , როგორც ამ სეტში ასევე მთლიან შეხვედრაში აღსანიშნავია , რომ როჯერი თავის ჩაწოდებას ძალიან ადვილად იგებდა, განსხვავებით ჯოკოვიჩისგან.

შემდეგ სეტში უკვე ბრეიკი ჩოკოვიჩმა შეასრულა და მანაც დამაჯერებლად 6:3 დაამარცხა ფედერერი , რითიც მან სეტებს შორის სხვაობა მინიმუმადე დაიყვანა და წარმატების მისახწევად გააგრძელა ბრძოლა.

მეოთხე სეტი პირველი სეტის მსგავსად დაძაბული გამოდგა , მეოთხე სეტში ნოვაკს ჰქონდა სეტ პოინტი , ასევე თავის ჩაწოდებაზე იყო ანგარიში 5:4 , მაგრამ სწორედ ამ ჩაწოდებაზე შეძლო ბრეიკის შესრულება ფედერერმა და მესამე სეტიც ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც პირველი სეტის მსგავსად ფედერერმა იმარჯვა იგივე ანგარიშით , უკანასკნელი ქულა ფედერერმა ეისით მოიპოვა , საერთოდ მან გუშინდელ შეხვედრაში ბევრი ეისი შეასრულა.

ფინალში ფედერერი ნადალს დაუპირისპირდება , თუ ფედერერმა შეძლო ფინალში წარმატების მიხწევა , ეს მისი მეჩვიდმეტე დიდი სლემის ტურნირი იქნება , ფედერერის გამარჯვების შემთხვევაში ნოვაკი პირველ ჩოგნად მოგვევლინება , ასე , რომ წინ კიდდევ ერთი შესანიშნავი სანახაობა გველოდება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018