Image

ანა ტატიშვილის მოთელვა უიმბლდონზე

ჩოგბურთი 17-ივნ, 10:459 Sportnews 2179


21 წლის ანა ტატიშვილი (120) კარიერაში პირველად ითამაშებს უიმბლდონის ტურნირის ძირითად ბადეში. ჩვენებური დღეს შეიტყობს მომავალი მეტოქის ვინაობას, თუმცა ის უკვე ჩაერთო ლონდონის კორტებზე ბატალიებში - ანამ წყვილთა ბადეში ითამაშა, თუმცა ხელი მოეცარა.

წყვილებში ტატიშვილი საკვალიფიკაციო ბადიდან ჩაერთო და ჰოლანდიელ არანჩა რუსს (104) შეუამხანაგდა. მათ მე-4 ნომრად განთესილ ამერიკელებთან (ლინდსეი ლი-უოტერსი, მეგან მაულტონ-ლევი) წააგეს ორ სეტში - 3:6, 3:6.

სტამბოლის საერთაშორისო ტურნირში (25 ათასი დოლარი) ყოჩაღობს პირველ ნომრად განთესილი მაკა ჩახნაშვილი (221). მაკამ მერვედფინალში "უაილდ ქარდით" მიწვეული თურქი მელის სეზერი (690) დაამარცხა - 7:5, 6:4. მეოთხედფინალში ქართველის მეტოქე რუმინელი ლაურა-იოანა ანდრეია (475).

ხარკოვის ტურნირში (25 ათასი დოლარი) პირველ ნომრად განთესილი სოფიო შაფათავა (299) კი უკვე ნახევარფინალშია. მერდვედფინალში მან მასპინძელ მარიანა ზაკარლიუკს (860) მოუგო - 6:2, 7:5. ამავე რაუნდში გათამაშებას ეკა გორგოძე (543) გამოეთიშა, რომელმაც "უაილდ ქარდით" მიწვეულ უკრაინელ ოლგა იანჩუკთან (1146) წააგო - 6:1, 6:7 (5), 5:7.

მეოთხედფინალში შაფათავამ მე-6 ნომრად განთესილ უკრაინელ ვალენტინა ივახნენკოს (379) მოუგო - 6:4, 3:6, 6:2. ნახევარფინალში ჩვენებურს 19 წლის რუსი იანა ბუჩინა (485) ელის.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (236)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა