Image

დღეს უიმბლდონი იწყება

ჩოგბურთი 20-ივნ, 01:259 Sportnews 1799


დღეს 20 ივნის ჩოგბურთის კიდევ ერთი შესანიშნავი და სანახაობრივი ტურნირი იწყდება. დღეს სტარტს აიღებს დიდი სლემის უიმბლდონის მორიგი გათამაშება, სადაც უძლიერესმა ჩოგბურთელებმა მოიყარეს თავი.

დიდი სლემის უიმბლდონის მორიგი ტურნირი ბოლო წლების მიხედვით , წელს ყველაზე დაძაბული გველოდება , მიზეზი მარტივია , თუ რამოდენიმე წლის წინ ყველა ტურნირის ფავორიტი ნადალი და ფედერერი ითვლებოდა , წელს უკვე სამი აშკარად გამოკვეთილი ფავორიტი გვყავს: მუდამ სტაბილურად და შესანიშნავად მოთამაშე რაფაელ ნადალი , ლეგენდარული როჯერ ფედერერი და 2011 წელს შეუდარებელი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი.

რაფაელ ნადალმა წინა სლემის ტურნირზე წელს როლანდ გაროსზე დაამტკიცა , რომ ის ახლა მსოფლიოში ნომერ პირველია და ფინალში 4 სეტში დაამარცხა როჯერ ფედერერი , ფედერმა კი შეძლო ის , რაც წელს ვერავინ თვით ნადალმაც ვერ შეძლო ნახევარფინალში შეაჩერა შეუჩერებელი ჯოკოვიჩი. ნადალს უიბლდონზეც დასამტკიცებელი აქვს , რომ ნომერ პირველი ჩოგანი სრულიად სამართლიანად არის.

ნოვაკ ჯოკოვიჩი , რომელიც ახლა მსოფლიოს მეორე ჩოგანი , ცდილობს , რომ მსოფლიოში პირველი გახდეს, ამის კარგი შანსი ჰქონდა პარიზში, მაგრამ , როგორც ავღნიშნეთ ის პარიზში ფედერერმა შეაჩერა , ნოვაკი შეეცდება დაამტკიცოს , რომ ის წელს საუკეთესოა და ფედერერთან მარცხი ერთი შეხვედრის ჩაგდება იყო და მეტი არაფერი.

როჯერ ფედერერი კი , როგორც ყოველთვის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია , მან როლანდ გაროსზე აჩვენა ყველას , რომ ჯერ კიდევ შეუძლია შესანიშნავად თამაში , მან პარიზში აშკარად მოუმატა თამაშს ვიდრე წლევანდელ წელს სხვდასხვა ტურნირებზე მისი თამაში იყო.

ვნახოთ ვინ გამოვა 2011 წელს უიმბლდონის ტურნირზე საუკეთესო , მე გამოვრიცხე სხვა ჩოგბურთელების შესაძლო წარმატება და გამარჯვება ამ ტურნირზე, რა თქმა უნდა ეს არაა სწორი , მაგრამ ნოვაკის , რაფას და როჯერის გარდა გახდეს წელს უიმბლდონზე საუკეთესო თითქმის წარმოუდგენელია.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 20 ივნისი 2011 01:41
ფედერერი მოიგებს წსლს უიმბლდონს , ძაან ლამაზ სანახაობას შემოგვთავაზებს
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (317)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა