აირჩიეთ გუნდი:

ქართველები რეიტინგში წინ მიიწევენ



ქართველ ჩოგბურთელთაგან უმეტესობამ დღეს გამოქვეყნებულ რეიტინგში წინსვლა განიცადა.

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ანა ტატიშვილმა 11 ადგილით წინ წაიწია და 82-ე ადგილზეა.

ოქსანა კალაშნიკოვამ, რომელიც დიდი ხანია არსად გამოჩენილა 4 პოზიციით უკან დაიხია და ახლა 199-ე ადგილს იკავებს.

მაკა ჩახნაშვილმა 17 ადგილით შეძლო დაწინაურება და ახლა რეიტინგში 207-ე ადგილს იკავებს.

მცირე მაგრამ მაინც პროგრესი განიცადა სოფია შაფათავამაც, რომელმაც 2 ადგილით წინ წაიწია და 247-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ქართველთაგან ყველაზე დიდი ნახტომი თათია მიქაძემ გააკეთა, რომელმაც 43 ადგილით წაიწია წინ და 334-ე ადგილზე გადაინაცვლა.

პროგრესი განიცადა ეკატერინე გორგოძემაც,რომელმაც 23 ადგილი ”მოიგო” და 448-ე ადგილზე დამკვიდრდა.

სოფია ქვაცაბაიამ 2 ადგილით უკან დაიხია და ახლა 451-ე ადგილს იკავებს.

ახლა რაც შეეხებათ კაცებს.

კაცებში ჩვენი პირველი ნომერი არის ლადო ჩიხლაძე,რომელიც დიდი ხანია არსად გამოჩენილა, ის 836-ე ადგილზეა.

რეიტინგში კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი შევიდა გიორგი ცივაძის სახით, რომელიც 1,212-ე ადგილს იკავებს.

ATP Rankings

1 (1)ნოვაკ ჯოკოვიჩი

2 (2)რაფაელ ნადალი

3 (3) როჯერ ფედერერი

4 (4) ენდი მიურეი

5 (5) რობინ სოდერლინგი

6 (6) დავიდ ფერერი

7 (7) გაელ მონფისი

8 (8) ტომაშ ბერდიხი

9 (9) მარდი ფიში

10 (14) ნიკოლას ალმაგრო


WTA Tour Rankings


1 (1) კაროლინ ვოზნიაცკი

2 (2) კიმ კლაისტერსი

3 (3) ვერა ზვონარევა

4 (4) ვიქტორია აზარენკა

5 (5) მარია შარაპოვა

6 (6) ნა ლი

7 (7) პეტრა კვიტოვა

8 (8) ფრანჩესკა სკიავონე

9 (9) მარიონ ბარტოლი

10 (10) სამანტა სტოსური

 
Загрузка...
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: Sportnews  

კაც ჩოგბურთელებში რა გვეშველბა , ქალებში ერთი მაინც გვყავს ანა ტატიშვილის სახით ასეულში რომაა , აი კაც ჩოგბურთელებში ძალიან ცუდი მდგომარეობაა.

გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

დღის სიახლეები

ოფიციალური გვერდი

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.