მარდი ფიშმა ატლანტაში იმარჯვა

ჩოგბურთი 25-ივლ, 16:379 petra_kvitova 1245 0






ამერიკელმა ჩოგბურთელმა მარდი ფიშმა, რომელიც რეიტინგში მეცხრე ადგილს იკავებს ატლანტაში გამართული ტურნირი მოიგო.

ამერიკელმა ჩოგბურთელმა ამ სეზონში თავისი პირველი ტიტული სამშობლოში მოიგო. ატლანტას ტურნირის ფინალში ის შეხვდა თანამემამულე ჯონ ისნერს (33) და სამ სეტიან დაძაბულ ბრძოლაში 3-6 7-6(6) 6-2 მოიგო.

1 სეტში თანაბარი ბრძოლა იყო, ისნერს ქონდა რამოდენიმე შანსი ბრეიკის და ერთ-ერთი გამოიყენა კიდეც. შემდეგ უბრალოდ საჭირო იყო ისნერს თავისი ჩაწოდება შეენარჩუნებინა, რაც მოახერხა კიდეც და პირველ სეტში 6-3 გაიმარჯვა. ისნერს ქონდა შანსი მატჩი 2 სეტში დაესრულებინა, როცა მას ქონდა მატჩ ბურთები ტაი-ბრეიკზე. საბოლოოდ ფიშმა მოახერხა ზედიზედ 4 ბურთის მოგება და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მესამე სეტის დასაწყისშივე მეტოქის ჩაწოდების მომგემბა ფიშმა თავისი უპირატესობა ხელიდან აღაც გაუშვა და მეშვიდე გეიმში კიდევ ერთი ბრეიკი მიამატა რამაც საბოლოოდ მოკლა ინტრიგა ამ მატჩში. 3-6 7-6(6) 6-2.

მსოფლიოს მეცხრე ნომერმა მარდი ფიშმა პირველად თავის კარიერაში მოახერხა ერთი და იგივე ტურნირში ზედიზედ ორჯერ გამარჯვება და აღსანიშნავია, რომ ორივეჯერ ატლანტას ტურნირის ფინალში მან ჯონ ისნერს სძლია.

” როცა ხარ წაგებასთან ახლოს, სიტუაციიდან გამოსვლა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ მე გამომივიდა შეხვედრაში სიტუაციის გათანაბრება. ძალიან სასიამოვნოა ისევ ამ ტურნირზე დაბრუნება და ჩემპიონის ტიტულის დაცვა. ამჟამად მე ვიმყოფები ტოპ ათეულში და მინდა გავჩერდე ამ დონეზე რაც შეიზლება დიდ ხანს” - თქვა ფიშმა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018