ქართველებმა კარგად დაიწყეს

ჩოგბურთი 25-ივლ, 22:589 petra_kvitova 1204 2






ქართველი გოგონებისთვის კარგად დაიწყო ბიშკეკის ღია პირველობა.

ამ ტურნირზე 3 ქართველი იუნიორი გოგონა გამოდის და მათგან 2-მა უკვე მოახერხა 1 წრის დაძლევა ძირითად ბადეში.

16 წლის ბაბილინა მაჩაიძემ, რომელიც ამ ტურნირზე მესამე ნომრად არის განთესილი 2 სეტში დაამარცხა 15 წლის ყაზახი დინარა იმაჟანოვა 6-4 6-3.

მისი შემდეგი მეტოქე იქნება 15 წლის რუსი ჩოგბურთელი ანა პომიატინსკაია, რომელმაც თავის მხრივ ყირგიზი ალენა პანფილოვა გაანადგურა 6-1 6-0.

მოიგო თავისი შეხვედრა ”ველური ბარათით” დაშვებულმა 16 წლის მარიამ ქურასბედიანმაც, რომელმაც 3 სეტში ტაჯიკი ნოდირაბეგიმ მულოჟანოვა დაამარცხა 6-3 4-6 6-2.

მარიამის შემდეგი მეტოქე იქნება ალისა ოგოროდოვასა (7) და ალენა ვასილიევას შორის გამარჯვებული.

ნინო-გ სუჯაშვილს ჯერ თავისი მატჩი არ გაუმართავს, ის ამ ტურნირზე მეხუთე ნომრად არის განთესილი.

შეგახსენებთ, რომ იუნიორთა რეიტინგში არ ცალკე არ არის გამოყოფილი წყვილთა თანრიგი. ასე, რომ ერთეულებში მოპოვებულ ქულებს ემატება წყვილებში მოპოვებული ქულები და ისე აისახება იუნიორების პირად რეიტინგში.

ამ დროისათვის ბაბილინა მაჩაიძე 452-ე ადგილზეა, მარიამ ქურასბედიანი ურეიტინგოდ გახლავთ, ხოლო ნინო-გ სუჯაშვილი 465-ეა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 2

petra_kvitova 26-ივლ, 00:06

მადლობა :)

admin 25-ივლ, 23:27

კარგი სტატიაა მართლაც, ყოჩაღ ავტორს
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018