ერთეულებს აღარავინ შემორჩა

ჩოგბურთი 27-ივლ, 19:109 petra_kvitova 1233 0






ბიშკეკის ღია პირველობაზე ერთეულებს დარჩენილი 2 ქართველი მოთამაშეც გამოეთიშა.

პირველ წრეში დამარცხებული დავით ხუბუასა და ნინო-გ სუჯაშვილის შემდეგ, მეორე წრეში მარიამ ქურასბედიანი და ბაბილინა მაჩაიძეც დამარცხდნენ.

მარიამ ქურასბედიანი ”ველური ბარათით” მოხვდა ძირითად ბადეში და პირველ წრეში ტაჯიკი მულოჟანოვა დაამარცხა 3 სეტში 6-3 4-6 6-2.

შემდეგ წრეში მისი მეტოქე გახლდათ მე-7-ე ნომრად განთესილი 17 წლის უზბეკი ალისა ოგოროდოვა და მასთან ქართველი 2 სეტში 5-7 3-6 დამარცხდა.

მეორე წრეში იყო გასული ბაბილინა მაჩაიძეც, ის ამ ტურნირზე მესამე ნომრად გახლდათ განთესილი, თუმცა სამწუხაროდ განუთესავ 15 წლის ანა პომიატინსკაიასთან წააგო 6-4 3-6 4-6.

ერთეულებში მარცხის შემდეგ წყვილთა თანრიგშიც დამარცხდა 17 წლის დავით ხუბუა, რომლის პარტნიორიც 15 წლის ინდოელი ამან აგარვალი იყო. ხუბუას და მის მეწყვილეს მეტოქე ნამდვილად საკმაოდ ძლიერი ყავდათ, მესამე ნომრად განთესილი ჰანასოვ-შახნუბარიანის დუეტი, მათ ხუბუა-აგარვალის წყვილი 6-3 6-4 დაამარცხეს.

დღეს ერთი სანუგეშო ფაქტი ის იყო, რომ მეორე ნომრად განთესილმა მაჩაიძე-სუჯაშვილის წყვილმა დუშეევა-ვასილიევას წყვილი გაანადგურეს 6-2 6-0 და მესამე წრეში გავიდნენ, სადაც მათ მესამე ნომრად განთესილი ერკეევა-ლასკუტოვას რუსული წყვილი შეხვდებათ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018