Image

ბიშკეკში გამოსვლა დაასრულეს

ჩოგბურთი 28-ივლ, 17:189 petra_kvitova 1154


















ქართველმა იუნიორებმა ბიშკეკში გამოსვლა დაასრულეს.

ქართველები მხოლოდ წყვილებში იყვნენ შემორჩენილნი და იქაც დამარცხდნენ სამწუხაროდ.

ბაბილინა მაჩაიძისა და ნინო სუჯაშვილის წყვილი მეორე ნომრად იყო განთესილი, თუმცა მესამე ნომრად განთესილ ერკეევა-ლასკუტოვას რუსულ წყვილთან დამარცხდნენ 4-6 2-6.

ბიშკეკში მათი მოპოვებული ქულების რაოდენობა ასეთია:

მარიამ ქურასბედიანმა 10 ქულა აიღო, ერთეულებში მეორე წრეში გასვლისთვის, ხოლო წყვილებში პირველივე წააგო და ქულა არ აუღია.

ბაბილინა მაჩაიძემ 13.75. ბაბილინა მეორე წრეში გავიდა ერთეულებში და ამას მიუმატა წყვილებში ნახევარფინალში გასვლისთვის მოპოვებული ქულები.

ნინო-გ სუჯაშვილმა ერთეულებში ქულის აღება ვერ მოახერხა, ხოლო წყვილებში ნახევარფინალში გასვლისთვის 3.75 ქულა აიღო.

დავით ხუბუამ ამ ტურნირზე ქულის აღება ვერ მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ წყვილთა რეიტინგი ცალკე არ აქვთ იუნიორებს. ასე, რომ რასაც ერთეულებში იპოვებენ იმას ემატება წყვილთა თანრიგში მოოპოვებული ქულებიც და ისე აისახება მათ პირად რეიტინგში.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აპრილი 2019 (347)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
რეკლამა