ძველი სერენა დაბრუნდა

ძველი სერენა დაბრუნდა

30-07-2011, 14:30

სტენფორდის ტურნირის მეოთხედფინალში, ამერიკელი სერენა უილიამსი 1 საათსა და 9 წუთში გაუსწორდა ამ ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ მარია შარაპოვას 6-1 6-3.

უმცროსი უილიამსი დაბრუნებიდან მხოლოდ მესამე ტურნირზე გამოდის, მაგრამ შარაპოვასთან მატჩში ყველამ ვნახეთ ძველი სერენა, რომელიც აწვდიდა კვადრატის კუთხეში, ასრულებდა ძლიერ დარტყმებს უკანა ხაზიდან და უსწრებდა პრაქტიკულად მარიას დარტყმულ ყველა ბურთს.

საბოლოოდ ამერიკელმა ადვილ გამარჯვებას მიაღწია. სერენამ მისი დღევანდელი მეტოქე ზედიზედ მეექვსედ დაამარცხა.

სერენასგან განსხვავებით რუს ჩოგბურთელს ნამდვილად არ წაუვიდა თამაში: მარიას როგორც პირველი (43%) ასევე მეორე ჩაწოდება (39%) სუსტად მუშაობდა. რუსმა 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა და გამოიყენა მხოლოდ 1 ბრეიქ-პოინტი 4-დან.

” მთელი ძალით ვცდილობ პირველ ასეულში დავბრუნდე - გამოტყდა მატჩის შემდეგ უილიამსი, რომელიც ტურნირის სტარტზე 169-ე ნომერი იყო. - იმედი მაქვს მოვახერხებ სიტუაციის შეცვლას”.

შარაპოვასთან გამარჯვების წყალობით სადღაც 125-ე ადგილზე გადავიდა, მაგრამ შეუძლია უფრო დიდი პროგრესი განიცადოს ტურნირის მოგების შემთხვევაში.

ნახევარფინალში ამერიკელის მეტოქე იქნება გერმანელი საბინ ლისიცკი, რომელმაც პოლონელი აგნეშკა რადვანსკა დაამარცხა 7-6(4) 2-6 6-2. ამ მატჩში გერმანელმა 14 ეისი შეასრულა.

მეორე ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს შეხვდებიან ფრანგი მარიონ ბარტოლი და სლოვაკი დომინიკა ციბულკოვა.

# 2783ავტორი: Sportnews
საღოლ სერენას , ესე მაგრად დაამარცხა შარაპოვა, ფინალი სერენა-ბარტოლი იქნება ალბათ , რა დრო იყო დები უილიამსები ყველაფერს რომ იგებდნენ

--------------------

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით