სერენამ რევანში აიღო

სერენამ რევანში აიღო

1-08-2011, 17:15

სერენა უილიამსი სტენფორდის 721-ათასიანი ტურნირის ფინალში მარიონ ბარტოლის დაუპირისპირდა

მან 2 სეტში დაამარცხა ფრანგი მარიონ ბარტოლი 7-5 6-1.

შეხვედრა გაგრძელდა 1 საათი და 18 წუთი.

სერენამ მატჩში 11 ეისი შეასრულა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ამ გამარჯვებით სერენამ მოახერხა და უიმბლდონზე განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო.

შეგახსენებთ, რომ სერენა უიმბლდონის მერვედფინალში სწორედ ბარტოლისთან შეხვედრის შემდეგ გამოეთიშ ასპარეზობას, მაშინ 2 სეტში ბარტოლიმ იმარჯვა 6-3 7-6(6)

ამ გამარჯვებით სერენა ასეულს დაუბრუნდა და 79-ე ადგილი დაიკავა. ამ ტურნირის სტარტზე ის 169-ე იყო.

# 10ავტორი: petra_kvitova
და უიმბლდონზე საკმაოდ კარგად მოთამაშე ლისიცკისაც ადვილად მოუგო :)
# 2783ავტორი: Sportnews
ვაა ყოჩაღ სერენას , არ ველოდი , რომ ბარტოლეს ასე მარტივად დაამარცხებდა , მეორე სეტში 6-1 , მგონი მართლაც ბრნდება ძველი სერენა , ჯერ შარაპოვას რა უყო და ეხლა ბარტოლეს

--------------------

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით