ჩაკვეტაძეს ტენისისგან დასვენება უნდა

ჩოგბურთი 03-ნოე, 11:449 FCB 1175 0






ანა ჩაკვეტაძეს თითქმის მთელი სეზონი ტრავმის გამო გაუცდა, ამიტომ მან გადაწყვიტა დაისვენოს ტენისისგან და პოლიტიკაში სცადოს ბედი.

ვინც არ იცის გეტყვით, რომ ანა ჩაკვეტაძეს რუსეთის დუმაში წამოყენებული აქვს კანდიდატურა და საკმარისი ხმების მიღების შემდეგ, ის რუსეთის პარლამენტში დაიწყებს მუშაობას.

"ეს წელი ჩემთვის ძალიან რთული იყო. მე რამდენიმე ტრავმა მივიღე და სეზონი მთლიანად გამიცდა. გადავწყვიტე პაუზა ამეღო და ჩემი ჯანმრთელობისთვის მიმეხედა. მიუხედავად ამისა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ტენისიდან მივდივარ."

"ახლა მე დასვენება მჭირდება. დასვენებასთან ერთად მინდა დრო, რომ ჩემს პოლიტიკურ პარტიას დავეხმარო წინსვლაში." - დაასრულა ანამ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018