ფედერერი: სეზონი ასე კარგად არასდროს დამისრულებია

ჩოგბურთი / მსოფლიო ჩოგბურთი 28-ნოე, 16:359 FCB 1319 1






შვეიცარიელმა ტენისისტმა როჯერ ფედერერმა განაცხადა, რომ სეზონი ასე ძლიერად არასდროს დაუსრულებია.

"ეს განსაკუთრებული გრძნობაა. ამ ტურნირისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი. მე ადრე ჩამოვედი ლონდონში, რომ დროსა და კლიმატს პარიზისა და ბაზელისგან განსხვავებულს შვგუებოდი. ჯგუფურ ეტაპზე კარგი გამოსვლის იმედი მქონდა."

"ახლა მე სავსე ვარ თავდაჯერებით. მზად ვარ ყველა ტურნირში მივიღო მონაწილეობა. მჯერა, რომ ახლა საუკეთესო ფორმაში ვარ და ეს ტიტული დამსახურებულად მოვიგე."

"ვფიქრობ კარგად ვითამაშე. ცონგაც კარგად გამოიყურებოდა. ვფიქრობ ამ მატჩის მოგება უფრო ადვილად შემეძლო, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ, რომ სამივე სეტს გავუძელი."

"ეს სეზონის შესანიშნავი დასასრულია. ასე ძლიერად საჩოგბურთო წელი არასდროს დამისრულებია. მინდა ეს ფორმა კიდევ დიდხანს შვინარჩუნო." - დაასრულა ფედერერმა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

Sportnews 28-ნოე, 23:14

ლეგენდაა ეს ჩოგბურთელი, მომავალ წელს ეცდება პირველი ნომერი დაიბრუნოს, უკვე ძაან მიუხლოვდა ნადალს
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018