ანა ტატიშვილის ავსტრალიური შანსი

ანა ტატიშვილის ავსტრალიური შანსი

15-01-2012, 19:37

ავსტრალიის ღია პირველობაზე ქართველი ჩოგბურთელის ანა ტატიშვილის პირველი მეტოქე იქნება ეშლი ბარტი...

ეს ავსტრალიელი გოგონა მხოლოდ 15 წლისაა და მსოფლიო რეიტინგში 674-ე საფეხურზეა. 21 წლის ტატიშვილი კი მსოფლიოს 86-ე ჩოგანია და შეიძლება ითქვას, რომ მას შემდეგ ეტაპზე გასვლის საკმაოდ ხელსაყრელი შანსი აქვს.

თუ ტატიშვილმა ეს ბარიერი გადალახა, წლის პირველი სლემტურნირის მეორე რაუნდში შეხვდება მსოფლიოს პირველ ჩოგან კაროლინ ვოზნიაცკისა და არცთუ ცნობილ ავსტრალიელ ანასტარია როდიონოვას (რეიტინგში 106-ე საფეხური) შორის გამარჯვებულს.

სლემტურნირებზე ტატიშვილის საუკეთესო შედეგი მეორე რაუნდში მონაწილეობაა. შარშან მან დიდი სლემის ოთხივე ტურნირზე ითამაშა და უიმბლდონზე ერთი მეტოქის დამარცხებაც მოახერხა.

ავსტრალიის ღია პირველობა 16 იანვარს დაიწყება.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით