ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში რაფაელ ნადალთან ითამაშებს

ჩოგბურთი 27-იან, 19:159 Sportnews 3172 0






მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია ჩემპიონატის მეორე ფინალისტი გახდა.

სერბმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში ბრიტანელი ენდი მიურეი ხუთ სეტში, 6:3, 3:6, 6:7 (4:7), 6:1, 7:5 დაამარცხა.

ფინალში ჯოკოვიჩის მეტოქე ესპანელი რაფაელ ნადალი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზეა.

ნადალმა 26 იანვარს ნახევარფინალში შვეიცარიელ როჯერ ფედერერს მოუგო.

კაცთა ფინალი 29 იანვარს გაიმართება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018