ჩოგბურთი / მსოფლიო ჩოგბურთი
ფედერერმა მადრიდის მასტერსი მოიგო

შვეიცარიელმა ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა მადრიდის მასტერსის მოგება მოახერხა, რომლის საპრიზო ფონდი 4 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ტიპსარევიჩის ძლევის შემდეგ როჯერ ფედერერმა ფინალში მძიმე ბრძოლაში ბერდიხი დაამარცხა სამ სეტში 3:6 , 7:5 , 7:5. შეხვედრა 2 საათსა და 38 წუთს გრძელდებოდა.

ფედერერმა მატჩი 13 ეისი შეასრულა, დაუშვა 2 ორმაგი შეცდომა და 11 დან 4 ჯერ გამოიკყენა ბრეიქ პოინტი, რაც შეეხება ბერდიხს მან 10 ეისი შეასრულა, 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 9 ბრეიქ-პოინტიდან 3 გამოიყენა.

ამ მოგებით როჯერ ფედერერმა თავის კონკურენტს რაფაელ ნადალს საერთო რეიტინგში გაუსწრო და ახლა შვეიცარიელი მეორე ჩოგანია.












კომენტარის დამატება
  • Alex_Song

  • 30 აგვისტო 2012 14:25
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 23.08.2011
  • Статус: Пользователь offline
  • 433 комментария
  • 268 публикаций
^
ჩემი როჯერი <3