ტატიშვილი ტურნირში მონაწილეობს

ტატიშვილი ტურნირში მონაწილეობს

11-06-2012, 23:16

ნოტინგემში ქალთა შორის 75 000 დოლარიანი ტურნირი დაიწყო, რომელშიც საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი მონაწილეობს.

ორგანიზატორებმა ძირითად ბადეში იგი მე-5 ნომრად განთესეს. ტატიშვილი ხვალ პირველ წრეში უნგრელ მელინდა ჩინკს დაუპირისპირდება.

გუშინ კი ტატიშვილის კორტზე წყვილთა თანრიგის შეხვედრაში გავიდა.

ტატიშვილი ავსტრიელ ტამირა პაშეკთანაა შეამხანაგებული. პაშეკი ერთეულებში პირველ ნომრად იყო განთესილი, მაგრამ უკვე დამარცხდა და მხოლოდ წყვილთა თანრიგზე გადაერთო.

პირველი წრის შეხვედრაში ტატიშვილი-პაშეკის დუეტმა ამერიკულ წყვილს ლინდსი ლი-უოტერსსა და მეგან მულტონ-ლევისს ორ სეტში (6:4, 6:2) ჩოგნები დააშალითებინა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით