ჩოგბურთი
შარაპოვა „როლან გაროსის" ჩემპიონია

რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ, რომელიც საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში გასვლით, მსოფლიო რეიტინგის უმაღლეს საფეხურამდე აღზევდა, იტალიელი სარა ერანი (24) ორ სეტში - 6:3, 6:2 დაამარცხა.
ამრიგად, პროფესიონალური კარიერის დაწყებიდან 11 წლის თავზე, 25 წლის შარაპოვამ დიდსლემური ტურნირების მთავარი პრიზების სრული კომპლექტი შეაგროვა. 2004 წელს უიმბლდონის ტურნირის, 2005-ში - აშშ-ს და 2008-ში - ავსტრალიის ღია პირველობების მოგების შემდეგ, მან „როლან გაროსზეც" იმარჯვა.
კვირას, პარიზში მამაკაცთა ფინალიც გაიმართება. თბილისის დროით 17 საათიდან მთავარ კორტზე ერთმანეთის პირისპირ ნოვაკ ჯოკოვიჩი (1) და რაფაელ ნადალი (2) წარსდგებიან.











კომენტარის დამატება
  • pacu

  • 27 ივნისი 2012 00:56
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 27.06.2012
  • Статус: Пользователь offline
  • 2 комментария
  • 0 публикаций
^
გილოცავ სჰარაპოვა
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 26.06.2012
  • Статус: Пользователь offline
  • 4 комментария
  • 2 публикации
^
გილოცავ შარაპოვა
  • admin

  • 12 ივნისი 2012 18:12
  • Группа: system operator
  • Регистрация: 12.09.2010
  • Статус: Пользователь offline
  • 1454 комментария
  • 589 публикаций
^
შარაპოვამ მაგარი ხოდი აიღო, ზედიზედ მეორე ტიტული მოიგო