Image

ტატიშვილი დამარცხდა

ჩოგბურთი 15-ივლ, 11:429 milboy 1786


სამწუხაროდ, ქართველი ქალი ჩოგბურთელებისთვის, ეს სათამაშო კვირა მეორე წრეში დასრულდა. ხუთიდან მეორე წრეში მხოლოდ ორმა - ანა ტატიშვილმა და ნათია გეგიამ ითამაშა, თუმცა პირველმა ტრავმის გამო, ნაადრევად შეწყვიტა შეხვედრა, მეორემ კი ორ სეტში დათმო.
გეგია სტამბოლის 10 000$-იან ტურნირზე ასპარეზობდა. მეორე წრეში მას მერვე ნომრად განთესილი ესპანელი ოლგა საეს ლარა შეხვდა, რომელმაც 6:3, 6:4 გაიმარჯვა და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირს პირველ წრეში ანი გოგვაძე გამოეთიშა.
პალერმოს ღია პირველობის მეორე წრეში კი, ანა ტატიშვილს ასევე ესპანელი მეტოქე, მეხუთე ნომრად განთესილი კარლა სუარეს ნავარო ჰყავდა, რომელმაც პირველი წრე 6:1 მოიგო და როცა მეორეშიც ქართველის მოწოდებაზე ბრეიკს მიაღწია, ტატიშვილმა თამაში შეწყვიტა. მიზეზი მარჯვენა ბარძაყის კუნთის დაჭიმულობაა, რომლის გამოც მან ვერც წყვილთა ბადეში თამაში შეძლო. საბოლოოდ, ტატიშვილი 6:1, 3:2 დამარცხდა.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
iventusi_rati 22 ივლისი 2012 18:06
არა რაღაცას შობა რა.
Wertil^ 19 ივლისი 2012 13:47
XAMSA,
რა არის ბიჭო ცუდი თვითონ თამაშს ვუყურე რაც შეეძლო გააკეთა მეტი რაღა უნდა ექნა? მომზადება უნდა პროსტა კიდე.
XAMSA 19 ივლისი 2012 11:21
ცუდი არის არადა ჰქონდა შანსი მოეგო no
iventusi 17 ივლისი 2012 12:03
არადა ცუდი ჩოგბურტელი არა. უბრალოდ ფიზიკურად არარის კარგად მომზადებული.
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (284)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა