Image

ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსვლა დაადასტურა

ჩოგბურთი / მსოფლიო ჩოგბურთი 29-ნოე, 17:419 beqa_beqa 3551


ავსტრალიის ღია ჩემპიონატის დირექტორმა კრეიგ ტაილიმ ჟურნალისტებს აუწყა, რომ მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა რაფა ნადალთან და ესპანელმა ჩოგბურთელმა ტურნირზე მონაწილეობის სურვილი და მზადყოფნა გამოთქვა. ავსტრალიის ღია პირველობა სტარტს მომავალი წლის 14 იანვარს აიღებს.
“იანვრამდე მოთამაშეებს დასვენების, ტრავმების მოშუშებისა და ძალის აღდგენის დრო აქვთ. ნადალის მონაწილეობის საკითხის დადებითად გადაჭრამ გამახარა”, - განაცხადა ტაილიმ.
რაფა ნადალი მუხლის ტრავმით გამოწვეული დიდხნიანი პაუზის შემდეგ პირველად კორტზე აბუ დაბის საგამოფენო შეჯიბრებაზე გავა. ეს დეკემბრის მიწურულს მოხდება, მანამდე კი სადღეისოდ მსოფლიოს ნომერ მეოთხე ჩოგანმა საკუთარ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა: “უიმბლდონის შემდეგ არ მითამაშია. კორტზე გასვლა კი მომენატრა, მაგრამ მოვლენათა ხელოვნური დაჩქარება არ ღირს. შევეცდები მაქსიმალური შედეგი ვაჩვენო, მაგრამ ჩემი ამოცანა რეიტინგში პირველ პოზიციაზე დაბრუნება არაა. მთავარი, კარგად თამაში და მისგან მიღებული სიამოვნებაა”.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
beqa_beqa 3 დეკემბერი 2012 02:41
ციტატა: iventusi_rati
iventusi_rati

რაც სიმართლეა იმას ვიძახი
iventusi_rati 2 დეკემბერი 2012 18:31
beqa_beqa,
ამ ტექსტის სანახავად თქვენ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია.
მეფე ხმამაღალი ნატქვამია.
beqa_beqa 2 დეკემბერი 2012 01:14
ციტატა: iventusi_rati
iventusi_rati

გრუნტის მეფე ვინა ყველამ კარგად ვიცით
iventusi_rati 29 ნოემბერი 2012 18:17
beqa_beqa,რაფა ახლოსაც ვერ მივა ფედერერთან ეს იცოდე.
beqa_beqa 29 ნოემბერი 2012 17:59
რაფა ყველაზე მაგარიაა love
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (131)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა
[aviable=main] [/aviable]