ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში პროგრესირებს

Atp 31-იან, 13:599 Sportnews 700 0





ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში პროგრესირებს


ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსვლის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP-ის საერთო რეიტინგში მცირე პროგრესი განიცადა.

ქართველი ჩოგბურთელი ამჟამად 57-ე ადგილზეა და ავსტრალიაში მოპოვებული ქულების წყალობით 4 ადგილით წინ წაიწია.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა წლის პირველი დიდი სლემის ტურნირზე მესამე წრეში გასვლა მოახერხა და დაძაბულ 5 სეტიან შეხვედრაში ბრიტანელ ედმუნდთან დამარცხდა.

რაც შეეხება მოწინავე პოზიციებს, ტურნირის გამარჯვებული როჯერ ფედერერი კიდევ უფრო მიუახლოვდა რაფაელ ნადალს და ამჟამად მათ შორის განსხვავება სულ რაღაც 155 ქულაა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018