პირველ ათეულში ცვლილებაა

პირველ ათეულში ცვლილებაა

23-08-2011, 08:30

ჩოგბურთში მამაკაცთა პირველ ათეულში რეიტინგის განახლების შემდეგ რამდენიმე ცვლილებაა, ცვლილებები არ ეხება პირველ ოთხეულის. ჯოკოვიჩი ,ნადალი , ფედერერი და მარი კვლავ თავიანთ პოზიციებზე რჩებიან.

რეიტინგის განახლების შემდეგ აღსანიშნავია ესპანელი დავიდ ფერერის ერთი ადგილით წინ გადაწევა, ესპანელი ჩოგბურთელი ახლა მეხუთე ადგილზე იმყოფება, შესაბამისად ერთი საფეხურით დაბლა ჩამოქვეითდა რობინ სოდერლინგი.

ასევე ერთი საფეხურით წინ წაიწია ფრანგმა ჩოგბურთელმა გაელ მონფისმა, იგი ახლა მსოფლიო რეიტინგში მეშვიდე ადგილზე იმყოფება, მეშვიდე ადგილის ძველი მფლობელი ამერიკელი მარდი ფიში კი ახლა მერვე ადგილს იკავებს. პირველ ათეულში შევიდა და მეათე ადგილი დაიკავა ასევე ესპანელმა ჩოგბურთელმა ნიკოლას ალმაგრომ.

1. (1) ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 13920

2. (2) რაფაელ ნადალი (ესპანეთი) – 11420

3. (3) როჯერ ფედერერი (შვეიცარია) – 8380

4. (4) ენდი მარი (დიდი ბრიტანეთი) – 6535

5. (6) დავიდ ფერერი (ესპანეთი) – 4200

6. (5) რობინ სოდერლინგი (შვედეთი) – 4145

7. (8) გაელ მონფისი (საფრანგეთი) – 3165

8. (7) მარდი ფიში (აშშ) – 2820

9. (9) ტომას ბერდიხი (ჩეხეთი) – 2690

10. (11) ნიკოლას ალმაგრო (ესპანეთი) – 2380

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით