ვიქტორია აზარენკას ორმაგი გამარჯვება

მსოფლიო ჩოგბურთი 28-იან, 21:579 Sportnews 1361 0






ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ვიქტორია აზარენკამ 6:3, 6:0 გაანადგურა მარია შარაპოვა და წლის პირველი სუპერ-ტურნირის მთავარ პრიზთან ერთად მსოფლიო რეიტინგში პირველობაც მოიპოვა. 22 წლის ბელარუსმა შანსი არ დაუტოვა ორი წლით უფროს და ბევრად უფრო ტიტულოვან რუსს, რომელსაც მანამდე სამი სლემ-ტურნირი მოეგო, მათ შორის აუს ოუფენის 2008 წლის ჩემპიონიც გახლდათ, აზარენკას კი ასეთი მაღალი კატეგორიის შეჯიბრში აქამდე ფინალშიც არ ეთამაშა.

მატჩის დასაწყისში ბელარუსი აშკარად ღელავდა და ამართლებდა კრიტიკოსთა პროგნოზს, რომლებიც ერთსულოვნად შარაპოვას ასახელებდნენ ფავორიტად. აზარენკამ პირველივე გეიმში თავისი მოწოდება დათმო და 0:2 ჩამორჩა, მაგრამ ნერვების მოთოკვა დროულად შეძლო.

მან შარაპოვას საპირისპირო ბრეიკი გაუკეთა და ჯერ 2:2 გაუთანაბრა, 3:3 ანგარიშიდან კი მხოლოდ ის იგებდა გეიმებს, შარაპოვა წინააღმდეგობას ვეღარ უწევდა. აზარენკამ ზედიზედ 9 გეიმი მოუგო მეტოქეს, პირველ სეტში 6:3 აჯობა, მეორეში კი 6:0 და თავისი ხანმოკლე კარიერის უმნიშვნელოვანესი მატჩის მოგებას მხოლოდ 1 საათი და 22 წუთი მოანდომა.

აღსანიშნავია, რომ აზარენკამ მელბურნში ჩასვლამდე სიდნეიში შედარებით ნაკლებად პრესტიჟული ტურნირიც მოიგო, აუს ოუფენზე კი მესამე ნომრად განთესილი გახლდათ. მელბურნში გამართული 7 თამაშიდან პირველ ოთხში დაბალრეიტინგიანი ჩოგბურთელები შეხვდნენ და მეოთხედფინალამდე სეტის წაუგებლად მივიდა.

მეოთხედფინალში ბელარუსს მერვე ნომრად განთესილი აგნეშკა რადვანსკასთან მოუხდა პირველი მეტ-ნაკლებად დაძაული თამაში. მასთან პირველი სეტი დათმო, შემდეგი ორი კი მოუგო. ასევე ძნელი მატჩი ჰქონდა ნახევარფინალში კიმ კლაისტერსტან, რომელიც მელბურნში მოქმედი შემპიონის სტატუსით თამაშობდა და აზარენკამ ისიც 2:1 დაამარცხა.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018