ფედერერი მეოთხედფინალში გავიდა

ფედერერი მეოთხედფინალში გავიდა

3-06-2012, 22:37

"როლანდ გაროსის" მიმდინარე ტურნირზე შემდეგ ეტაპზე გავიდა მსოფლიოს მესამე ჩოგანი როჯერ ფედერერი, შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა 1/8 ფინალში გოფინი დაამარცხა.

ფედერერის და დევიდ გოფინის შეხვედრა 4 სეტს გაგრძელდა და საბოლოოდ შვეიცარიელმა 5:7, 7:5, 6:2, 6:4 იმარჯვა, ფედერერმა 12 ეისი შეასრულა, ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა და 13 ბრეიქ-პოინტიდან 4 გამოიყენა.

შემდეგ წრეში ანუ მეოთხედ ფინალში ფედერერი დელ პოტროს და ტომას ბერდიხს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით