როლანდ გაროსი: ფედერერი-ჯოკოვიჩი, ფერერი-ნადალი

მსოფლიო ჩოგბურთი 07-ივნ, 00:259 Sportnews 2584 0






დიდი სლემის როლანდ გაროსის ტურნირზე კაცთა შორის გამოვლინდა ის ოთხი ჩოგბურთელი, რომელბიც ტურნირის მოსაგებად გააგრძელებენ ბრძოლს.

ნახევარფინალში მართლაც ორი შესანიშნავი დაპირისპირება გველის, ერთ ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირსპირდებიან მსოფლიოს პირველი და მესამე ნომრები, შესაბამისად ნოვაკ ჯოკოვიჩი და როჯერ ფედერერი. მეოთხედ ფინალში ფედერერმა დელ პოტრო დაამარცხა 5 სეტიან ბრძოლაში, ასევე 5 სეტიან შეხვედრაში იმარჯვა ცონგასთან ჯოკოვიჩმა.

რაც შეეხება მეორე ნახევარფინალს, ერთმანეთს ორი ესპანელი ჩოგბურთელი ფერერი და ნადალი დაუპირისპირდებიან, დარჩენილი ოთხი ჩოგბურთელიდან, ყველაზე ადვილი გამარჯვება ნადალმა მოიპოვა, მან სამ სეტში დაამარცხა ალმაგრო , ფერერმა კი 4 სეტში სძლია ენდი მარის.

ნახევარფინალური შეხვედრები 8 ივნისს გაიმართება, მართლაც საინტერესო შეხვედრები გველის, მაგრამ ჯოკოვიჩი-ფედერერი, რომ უფრო გამოსარჩევია ეს უდავოა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018