ფედერერი კვლავ პირველი ჩოგანია

ფედერერი კვლავ პირველი ჩოგანია

10-07-2012, 15:06

როჯერ ფედერერმა ლონდონში მეშვიდე ტრიუმფის შემდეგ, პირველად 2010 წლის ივნისის შემდეგ დაიბრუნა ლიდერობა კლასიფიკაციაში.

შესაბამისად, ფედერერი გაუთანაბრდა რეიტინგის სათავეში გატარებული კვირების რაოდენობით ლეგენდარულ პიტ სამპრასს. იმის გამო, რომ მიმდინარე კვირას ტურნირებში მსოფლიოს კლასიფიკაციის არც ერთი ლიდერი არ გამოდის, ფედერერი მომავალ ორშაბათსაც პირველი ჩოგანი იქნება და აბსოლუტური რეკორდსმენი გახდება ლიდერის პოზიციაზე ყოფნის ხანგრძლივობით.

ფედერერის შემდეგ რეიტინგში მოდიან სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ესპანელი რაფაელ ნადალი. ტოპ-ათეულში კიდევ ერთი ცვლილება მოხდა - ამერიკელი ჯონ ისნერი მე-11 პოზიციამდე დაეშვა, მისი ადგილი კი ესპანელმა ნიკოლას ალმაგრომ დაიკავა.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
# 574ავტორი: iventusi_rati
Wertil^,სწორი ხარ
# 328ავტორი: Wertil^
მაგარია მარა ნადალი გახევს !
# 133ავტორი: iventusi
საღოლ როჯერ ბებერია მარა მაინც მაგარია.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით