Image

ტატიშვილი მსოფლიოს მე-3 ჩოგანს 3 საათი ეომა

ქართული ჩოგბურთი 23-ივლ, 16:049 Sportnews 2663


















გუშინ, 22 ივლისს ანა ტატიშვილმა (93) კიდევ ერთხელ დაგვაიმედა - 21 წლის ჩოგბურთელმა ბაქოს ცენტრალურ კორტზე მსოფლიოს მე-3 ჩოგან ვერა ზვონარევას 3-საათიანი ომი გაუმართა.

და, ვინ იცის, ჩვენებურს მეტი გამოცდილება რომ ჰქონოდა, 220-ათასიან "ბაქოს თასზე" დიდი სენსაციაც გვეხილა.

შეგახსენებთ, რომ ანა კარიერაში პირველად თამაშობდა ვტა-ს ტურნირის მეოთხედფინალში. ტატიშვილმა ერთი სეტი მოუგო კიდეც რუს ფავორიტს, რომელიც ბაქოში პირველ ნომრად არის განთესილი, თუმცა მესამეში ძალა აღარ ეყო - 5:7, 7:6 (4), 2:6. ჩვენებურმა 70 სარეიტინგო ქულა და 5,3 ათასი დოლარი მოიხვეჭა და ორშაბათს მოწინავე 80-ეულში მოხვდება.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (299)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა