ქართული ჩოგბურთი
ქართველმა ჩოგბურთელებმა ნახევარფინალი გაინაღდეს

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში "ფედერაციის თასზე" მოასპარეზე ჩოგბურთელმა ქალებმა მოიყარეს თავი. ევროაფრიკული ზონის მეორე ჯგუფში რვა ქვეყნის წარმომადგენლები ზედა ეშელონის ორი საგზურისთვის ბრძოლაში ჩაებნენ. წილისყრამ ისინი ასე გაანაწილა:

A ჯგუფი. ფინეთი, სამხრეთ აფრიკა, დანია, ჩერნოგორია.
B ჯგუფი. საქართველო, ლატვია, თურქეთი, ნორვეგია.

ჩვენი გუნდი (კაპიტანი ლალი ზერეკიძე) კაიროს სამი ჩოგბურთელით (ანა ტატიშვილი, სოფიო შაფათავა, სოფიო ქვაცაბაია) ეწვია.

ასპარეზობის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა ნორვეგიას 3:0 მოუგო: ქვაცაბაია-ჰედა ოდეგაარდი 6:4, 6:3, ტატიშვილი-ემა ფლოოდი 6:0, 6:0.

წყვილები: ქვაცაბაია,შაფათავა-ულრიკე ეიკერი, ფლოოდი 6:7, 6:4, 6:4. 19 აპრილს ჩვენმა გოგონებმა ლატვიას 2:1 სძლიეს: შაფათავა-ლიდა დეკმეიჯერი 2:6, 7:6, 6:1, ტატიშვილი-დიანა მარცინკევიცა 7:5, 6:2, ქვაცაბაია, შაფათავა-ლაურა გულბე, მარცინკევიცა 6:7, 3:6.

B ჯგუფში ასევე ორი გამარჯვება იზეიმა თურქეთის ნაკრებმა - ლატვიასთან (2:1) და ნორვეგიასთან (3:0).

A ჯგუფი. სამხრეთ აფრიკა-ფინეთი 3:0, სამხრეთ აფრიკა-დანია 3:0, ჩერნოგორია-ფინეთი 3:0, ჩერნოგორია-დანია 2:1. დღეს ითამაშებენ: ფინეთი-დანია, სამხრეთ აფრიკა-ჩერნოგორია; საქართველო-თურქეთი, ლატვია-ნორვეგია.

ორი ტურის შემდეგ გამოვლინდა ის ოთხი გუნდი, რომელიც 21 აპრილს პირველი ზონის საგზურებისთვის იბრძოლებს.

ესენი არიან - სამხრეთ აფრიკა, ჩერნოგორია, საქართველო, თურქეთი. მათი დღევანდელი ორთაბრძოლები გაარკვევს, ნახევარფინალში ვინ ვის დაუპირისპირდება.










კომენტარის დამატება